თეგებით ძიება

"ქალაქი თავდაცვის ფაზაში გადავიდა" - კიევის მერი

კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ ქალაქი თავდაცვის ფაზაშია გადასული.

"ქალაქი თავდაცვის ფაზაში გადავიდა. რამდენიმე რაიონში აფეთქებების და სროლის ხმა ისმის. უკრაინელი სამხედროები რუსულ დივერსიულ ჯგუფებს აუვნებელყოფენ. სამწუხაროდ, რამდენიმე ასეთი დივერსიულმა ჯგუფმა კიევში მაინც შემოაღწია. მტერს სურს, რომ დაგვაჩოქოს და გაგვანადგუროს. კიევს უკრაინული ჯარი იცავს. სიტუაცია რთულია, მაგრამ ჩვენ ჩვენი შეიარაღებული ძალების გვჯერა. ჩვენ მათ ვამხნევებთ და გვერდში ვუდგავართ", - განაცხადა კლიჩკომ.

კლიჩკომ ასევე, მოქალაქეებს მოუწოდა, ნუ დატოვებენ საცხოვრებელ სახლებს და თავშესაფრებს.

"მოიმარაგეთ წყალი და საკვები, ასევე , პირველადი მოხმარების ნივთები. გაამზადეთ თბილი ტანსახმელი, პლედები, რათა დროებით თავშესაფრებში წაიღოთ", - განაცხადა მერმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა