თეგებით ძიება

"ძვირფასო უკრაინელებო, გთხოვთ იცოდეთ, რომ საქართველო არ არის ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი" - ნიკა მელია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელმაც ურაინაში ჩასვლასა და რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარი განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ეხმიანება.

"ძვირფასო უკრაინელებო, გთხოვთ იცოდეთ, რომ საქართველო არ არის ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. საქართველო არის ის ათასობით ახალგაზრდა, ვინც გუშინ საქართველოს ქუჩები გაავსო.

დიდი ბოდიში იმისათვის, რომ არ შეუერთდა ჩვენი ქვეყნის მთავრობა იმ სანქციებს, რომლებსაც ცივილიზებული სამყარო უერთდება... მე მრცხვენია ამისი და ბოდიში უკრაინელ ძვირფას მეგობრებს, დებს და ძმებს. ბოდიში იმ ჯარისკაცებს, რომლებიც ახლა ფრონტის წინა ხაზზე არიან", - აღნიშნა მელიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა