თეგებით ძიება

საგანგებო მდგომარეობა გამყოფ ხაზთან - რა ხდება ოკუპირებულ ცხინვალში?

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს ბაზაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმელები. რას უკავშირდება ძალოვანების ყაზარმულ რეჟიმზე გადაყვანა, უცნობია.
გვარცელებული ინფორმაციით, სპეცრაზმელები, შესაძლოა გადაიყვანეს გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, ბოლო ორი დღეა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები გააქტიურდნენ და მათ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის კონტროლი გაამკაცრეს. ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა კი მოსახლეობას მოუწოდა "არ აჰყვნენ ქართული მხარის პროვოკაციებს".

რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია 2008 წელს მოახდინა და დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა