თეგებით ძიება

"არის დრო, როდესაც მოქალაქეები არ არიან ხელისუფლება, მაგრამ უკეთესი არიან, ვიდრე ხელისუფლება" - ზელენსკი ქართველ ხალხს მადლობას უხდის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის სოციალურ ქსელში მადლობას უხდის.

"გასაოცარია ქართველი ხალხი, რომელსაც ესმის, რომ მეგობრებს მხარი უნდა დაუჭირო. მადლობელი ვარ ყველა ადამიანის, ვინც თბილისსა და სხვა ქალაქებში უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ გამოვიდა. მართლაც, არის დრო, როდესაც მოქალაქეები არ არიან ხელისუფლება, მაგრამ უკეთესი არიან, ვიდრე მთავრობა", - წერს ვოლოდიმერ ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება და არც კიევში ჩასვლას აპირებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა