6236 ახალი შემთხვევა, 43 გარდაცვალება - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 6236 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 43 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 14 909 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 598 172-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 477 481 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 16 097 პაციენტი ემსხვერპლა.