თეგებით ძიება

"გამოიყვანეთ ჯარი და ირგვლივ შემოარტყით კიევს! სასწრაფოდ!” - ამერიკელი გენერალი

ამერიკაში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული გენერალ, კლარკის გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

"ბრწყინვალე გამოსვლა ჰქონდა გენერალ უესლი კლარკს CNN-ზე. პირდაპირ მიმართა ამერიკის მთავრობას, რომ არ დაუშვას ჟლეტა (დიახ, ზუსტად ეს სიტყვა იხმარა) კიევში.
-მიმართეთ გაერო-ს, გამოიყვანეთ ჯარი და ირგვლივ შემოარტყით კიევს! სასწრაფოდ! – განაცხადა გენერალმა.
პროფესიონალი სამხედროა უესლი კლარკი და იცის, რაც უნდა გაკეთდეს…

,,დროა, რომ რუსეთს ვუთხრათ გაჩერდეს. გამოაცხადეთ უსაფრთხო ზონა კიევისა და დასავლეთ უკრაინის ირგვლივ და დაიცავით. ყველა სახის დახმარება უნდა გაეწიოს უკრაინას!” – ტვიტერზე დაწერა გენერალმა”, - წერს ზურაბ გურული.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა