თეგებით ძიება

ბევრად მნიშვნელოვანი საკითხი წყდება ახლა უკრაინაში, ვიდრე, ვინმეს პარლამენტში ყოფნა-არყოფნაა - ლევან ხაბეიშვილი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი სოლიდარობა და ეს უნდა გამოიხატოს კონკრეტულ ქმედებებში.

"ბევრად მნიშვნელოვანი საკითხი წყდება ახლა უკრაინაში, ვიდრე, ვინმეს პარლამენტში ყოფნა-არყოფნის საკითხია. ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი სოლიდარობა და ეს უნდა გამოიხატოს კონკრეტულ ქმედებებში, რაც შეეხება კონკრეტულ გადაწყვეტილებას, ამაზე პარტიას ექნება პოლიტსაბჭოც, მსჯელობაც. მე გუნდური მოთამაშე ვარ ზოგადად პარტიაში და პარტიასთან ერთად ვიღებ გადაწყვეტილებას. ასეთ მძიმე დროს ერთადერთი საფიქრალი და საზრუნავი ჩვენი უკრაინელი ძმების გამარჯვებაა", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა რიგგარეშე პარლამენტის სხდომის ჩატარების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართეს. სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის მიმართვას ხელი მოაწერა, თუმცა უმრავლესობამ ოპოზიციას სხდომა არ ჩაატარებინა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა