თეგებით ძიება

"მადლობას ვუხდი ერდოღანს შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გავლის აკრძალვისთვის" - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში თურქეთის პრეზიდენტს, ერდოღანს მადლობას უხდის შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გავლის აკრძალვის და მნიშვნელოვანი სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერის გამო.


"მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარ თურქეთის პრეზიდენტს და თურქ ხალხს მათი ძლიერი მხარდაჭერისთვის. შავ ზღვაზე რუსული სამხედრო გემების გასვლის აკრძალვა და მნიშვნელოვანი სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება უკრაინსითვის ძალიან მნიშვნელოვანია დღეს.

უკრაინელი ხალხი ამას არასდროს დაივიწყებს“ - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა