თეგებით ძიება

"ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი რუსი შოკირებულია მისი ხელისუფლების უზნეობითა და სისასტიკით" - ზელენსკი რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ ბრიფინგზე რუს ხალხს მიმართა და მოქალაქეებს მოუწოდა აიმაღლონ ხმა რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ.

"მინდა, ვუთხრა რუს ხალხს - იმ ათასობით დაღუპულს, ასობით ტყვედ ჩავარდნილს არც კი გაეგოთ, რატომ გზავნიდნენ უკრაინაში. რისთვის გზავნიდნენ სასიკვდილოდ ან სხვის მოსაკლავად. რაც უფრო მალე ეტყვით თქვენს მთავრობას, რომ ომი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს, მით უფრო მეტი თქვენი მოქალაქე გადარჩება", - განაცხადა მან.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ლეონიდ პარფიონოვს, დმიტრი მურატოვს, იური დუდს, ლია ახეჯაკოვას, ვალერი მელაძეს და ათასობით სხვა რუსეთის ღირსეულ მოქალაქეს.

"ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენთან არის გამოსვლები ომის წინააღმდეგ. ვხედავ, რომ ბევრი რუსი შოკირებულია მისი ხელისუფლების უზნეობითა და სისასტიკით. ეს ძალიან სწორი რეაქციაა და მადლობას გიხდით ამისთვის... საჭიროა, რომ დავასრულოთ ეს ომი, რათა ვიცხოვროთ მშვიდობიან სამყაროში“, – განაცხადა ზელენსკიმ თავის მიმართვაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა