თეგებით ძიება

"დამტირებლებს აგინებთ, დედებს შეურაცხყობთ და როგორ ფიქრობთ რიგით ჯარისკაცს ძალიან უნდა რომ იომოს?" - ლიკა გამრეკელი

სამოქალაქო აქტივისტი, ლიკა გამრეკელი სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ განურჩევლად ეროვნებისა ყველა ჯარისკაცი იმსახურებს პატივისცემას.


"ძალიან ბევრი სტატუსი მხვდება რუს ჯარისკაცებთან დაკავშირებით, დამტირებლებს აგინებთ, დედებს შეურაცხყობთ და როგორ ფიქრობთ რიგით ჯარისკაცს ძალიან უნდა რომ იომოს? პუტინის ახირების გამო არიან იქ და მათი დედები თქვენი დედებისგან რით განსხვავდებიან? ნაკლებად დარდობენ? ნაკლებად უყვართ თუ ნაკლებად განიცდიან? ომში გამარჯვებული მხარე არ არსებობს!

რუსი გარდაცვლილი ჯარისკაციც იმსახურებს დატირებას და საერთოდ მტრის პატივისცემა თუ არ შეგიძლია მდაბიო ხარ! ჩემთვის რუსი ხალხი არ არის მტერი, ჩემი მტერი პუტინია! მე ბევრი რუსი მეგობარი მყავს ვისაც ძალიან სტკივა უკრაინა", - წერს სამოქალაქო აქტივისტი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა