თეგებით ძიება

მოვუწოდებ ხელისუფლებას, გადადოს 2 აპრილის არჩევნები - ბადრი ჯაფარიძე

პარტია "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, შუალედური არჩევნების გადადებას ითხოვს და აცხადებს, რომ წინასაარჩევნო კამპანიას აჩერებს.

"ამ ვითარებაში, როცა მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები არიან უკიდურესად დასტრესილები, დაზაფრულები, საარჩევნო პროცესის წარმოება შეუძლებელია. შესაბამისად, მე მივიღე გადაწყვეტილება, შევაჩერო ჩემი მონაწილეობა რუსთავის შუალედურ არჩევნებში და მოვუწოდებ ხელისუფლებას, გადადოს 2 აპრილის არჩევნები, რადგან ასეთ საგანგებო მდგომარეობაში შეუძლებელია ნორმალური საარჩევნო პროცესის წარმართვა", - თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს შუალედური არჩევნებია ჩანიშნული. ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარს რუსთავში აირჩევენ, ბათუმში კი საკრებულოს მაჟორიტარს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა