თეგებით ძიება

"საგრძნობლად გაიზარდა იმ სახელმწიფოების რაოდენობა, რომლებიც დახმარებას გვიწევენ" - უკრაინის თავდაცვის მინისტრი

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო, მინისტრის განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ომი ევროპულიც გახდა - ახლა უკვე ნახევარი ევროპა გვიგზავნის იარაღსა და ჯავშანტექნიკას. საგრძნობლად გაიზარდა იმ სახელმწიფოების რაოდენობა, რომლებიც რეალურ დახმარებას გვიწევენ. დახმარების მასშტაბები გაიზარდა. ახლა დასავლეთისგან გამოყოფილნი აღარ ვართ, თუმცა, არის მხარდაჭერა სამხრეთიდან, შორეული აღმოსავლეთიდან და ატლანტის ოკეანის გადაღმაც.

ეს ყველაფერი ჩვენი დამცველებისა და მთელი უკრაინელი ხალხის დამსახურებაა, რომელმაც უარი თქვა განრისხებული ტირანის მორჩილებაზე და ეს ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა