თეგებით ძიება

შვეიცარიის პრეზიდენტის განცხადებით, შესაძლოა რუსული აქტივები დააყადაღოს

შვეიცარიის პრეზიდენტი იგნასიო კასისი აცხადებს, რომ შესაძლოა, ნეიტრალური ქვეყანა ორშაბათიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდეს და რუსული აქტივები დააყადაღოს - ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

შეკითხვაზე, გაყინავს თუ არა შვეიცარია რუსულ ანგარიშებს ევროკავშირის მსგავსად, შვეიცარიის პრეზიდენტმა აღნიშნა:

"დიდი ალბათობაა, რომ მთავრობა ამის გაკეთებას გადაწყვეტს ხვალ, თუმცა მე ვერ ვიწინასწარმეტყველებ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ჯერ არ მიღებულა“.

კასისის თქმით, უნდა იყოს შენარჩუნებული შვეიცარიის ნეიტრალიტეტი. მისი განმარტებით, შვეიცარია მზად არის, შესთავაზოს თავისი დიპლომატიური მომსახურება, თუ ბელარუსის საზღვარზე დაგეგმილი რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა