2 465 ახალი შემთხვევა, 25 გარდაცვალება - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2465 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 25 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 12 840 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 605 472-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 504 161 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 16 163 პაციენტი ემსხვერპლა.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 17,44%, ბოლო 14 დღის - 26,54%, ბოლო 7 დღის - 22,06%.