თეგებით ძიება

საპარლამენტო ოპოზიცია შალვა პაპუაშვილს უკრაინის ელჩის პლენარულ სხდომაზე მოწვევის წინადადებით მიმართავს

საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს პლენარულ სხდომაზე უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, იგორ დოლგოვის მოწვევის წინადადებით მიმართავს.

"ვფიქრობ, რომ იქნება მნიშვნელოვანი დემონსტრაცია ქართველი ხალხის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის. დღეს უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს მთელი მსოფლიო და, შესაბამისად, ვფიქრობთ რომ მიმდინარე კვირაში, თუ შესაძლებელია ხვალ უკრაინის ელჩის მისალმება საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის მიერ და მისთვის სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობის მიცემა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შესაბამისი მიმართვა შალვა პაპუაშვილთან უკვე გაიგზავნა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა