თეგებით ძიება

უკრაინასთან მიმართებაში საერთაშორისო საზოგადოება არის ერთიანი, საქართველოს პოზიციაც აშკარაა - კელი დეგნანი

ამერიკის ელჩის საქართველოში, კელი დეგნანის თქმით, უკრაინასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოება არის ერთიანი და ამ სიტუაციაში საქართველოს პოზიციაც აშკარაა.

"ძალიან მოხარული ვარ რომ დავბრუნდი, საინტერესო შეხვედრა მქონდა. განვიხილეთ ვაშინგტონში მიმდინარე შეხვედრები. რაც შეეხება ამერიკაში ჩემ შეხვედრებს - გამოხატულია მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ. შეშფოთებულები ვართ იმით რაც მოხდა უკრაინაში, ეს არის ომი, რომელიც წამოიწყო რუსეთმა. ვუყურებთ როგორ მოქმედებს უკრაინა, როგორ აღუდგა ის ამ ომს. საერთაშორისო საზოგადოება არის ერთიანი, საქართველოს პოზიციაც აშკარაა, დაიჭირა მკვეთრი პოზიცია, ვხედავთ დახმარებასაც," - განაცხადა დეგნანმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა