თეგებით ძიება

ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია და ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გამომდინარეობს ხალხის ინტერესებიდან - თეა წულუკიანი

ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას თავისი შესაძლებლობების ფარგლებში.

„დღეს ჩვენ გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც სერიოზულობით ცდილობს მართოს ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული. დღეს ევროპაში ომია. ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული და ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გამომდინარეობს პირველ რიგში ჩვენი ხალხისა და იმ მომავალი თაობების ინტერესიდან, რომლებმაც უნდა გააგრძელონ ამ ქვეყანაში ცხოვრება.

ჩვენ უკვე გამოვლილი გვაქვს ნგრევა, სისხლი და ახლა ყველაფერ გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არ იყოს არეულობა და, რაც მთავარია, არ იყოს ომი, იმიტომ რომ ომზე დიდი საშინელება არ არსებობს“, - განაცხადა წულუკიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა