თეგებით ძიება

"2008 წელს თქვენი ბელადი ძირს ფორთხავდა…" - წულუკიანი “მთავარი არხის” ჟურნალისტს

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ღარიბაშვილის უკრაინის ომზე მის განცხადებებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს - “უსაფუძვლო კითხვები” უწოდა.

“თქვენ სად ცხოვრობთ, ქალბატონო ნინო? გავიხსენოთ სადა რის საქართველო და სად ვართ ჩვენ ყველანი…ეს პროცესი [მხარდაჭერა] გაგრძელდება მანამ, სანამ უკრაინასა და ევროპაში არ დამყარდება მშვიდობა და ამას გავაკეთებთ მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის პროვოკაციებსაც არ უნდა გეგმავდეთ თქვენ და ის ძალა პოლიტიკური, რომელსაც წარმოადგენთ თქვენ აქ. თქვენ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენთ, რადგან “მთავარი არხი” ხართ და ამას თქვენი დამფუძნებელიც არ მალავს…

დღეს უკრაინას სჭირს ის, რაც ჩვენ დაგვემართა არაერთი წლის წინ. თქვენ გახსოვთ 2008 წლის ომი, როდესაც თქვენი ბელადი ძირს ფორთხავდა, გარბოდა და მე მესმის, რომ თქვენ ეს აღარ მოგწონთ, მოგბეზრდათ და თავს აქიცინებთ, მაგრამ ისე იქცევით, რომ ყოველდღიურად არის საჭირო ამის შეხსენება”,- თქვა თეა წულუკიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა