თეგებით ძიება

"უკრაინის მხარდასაჭერად ევროპული ერთობა აუცილებელია. ეს მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვაზეც უნდა გავრცელდეს" - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი ესპანეთის პრემიერს ესაუბრა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და რუსეთის აგრესიასაც გმობს.

"პირდაპირი და გულთბილი საუბარი მქონდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან. რუსული აგრესია ჩვენთვის ყველასთვის მღელვარების საგანია. უკრაინის მხარდასაჭერად ევროპული ერთობა აუცილებელია. ეს მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვაზეც უნდა გავრცელდეს", - წერს ზურაბიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა