თეგებით ძიება

"ვიმედოვნებ, ღარიბაშვილი გამოავლენს გამბედაობას... ქართველებო, დაეხმარეთ პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში" - უკრაინის პრემიერი

უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი ქართველი მოხალისეებისთვის უკრაინაში გაფრენის ნების დართვასთან დაკავშირებით, ქართველ კოლეგას მიმართავს და შემდეგ კი ქართველ ხალხს მოუწოდებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმაროს.

"მამაცი ქართველი ძმები აეროპორტში იცდიან, რათა უკრაინაში გამოფრინდნენ. ვიმედოვნებ, ღარიბაშვილი გამოავლენს გამბედაობას და ფრენაზე ნებართვას მისცემს. უკრაინა ელოდება, ევროპა ელოდება", - წერს დენის შმიგალი.

მოგვიანებით კი დაამატა: "თავისუფლებიმოყვარულო ქართველო ხალხო, დაეხმარე საკუთარ პრემიერ მინისტრს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს".

შეგახსენებთ, რომ 80-მდე მოხალისე უკრაინაში წასვლას ცდილობდა, თუმცა უკრაინიდან სპეციალურად გამოფრენილ თვითმფრინავს, თბილისში დაჯდომის ნება არ დართეს.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა