თეგებით ძიება

ოკუპირებული აფხაზეთის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს

ოკუპირებული აფხაზეთის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს, - ამის შესახებ არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ.თავდაცვის მინისტრმა, ვლადიმერ ანუამ ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე საკითხები განიხილეს.

მისივე თქმით, საქართველოსთან ე.წ. სასაზღვრო ტერიტორია მთლიანად კონტროლირდება.

"ამასთანავე, გეგმიური სამხედრო სწავლების ფარგლებში, აფხაზეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი", - განაცხადა ე.წ. მინისტრმა.

ე.წ. პრეზიდენტის განცხადებით კი, "უკრაინის სიტუაციის გათვალისწინებით, ნებისმიერ პროვოკაციაზე რეაგირებისთვის, აუცილებელია, მზად ვიყოთ".

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა და მათი ოკუპაცია განახორციელა. რუსეთი დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიბს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა