თეგებით ძიება

ყველანი ვართ მადლიერი უკრაინის, რომელიც იბრძვის ჩვენი თავისუფლებისთვის - პრეზიდენტი

ჩვენ ყველანი ვართ მადლიერი უკრაინისა, რომელიც იბრძვის ჩვენი თავისუფლებისთვის და არ გვინდა, რომ სხვა სურათი ჩანდეს საერთაშორისო არენაზე, - აცხადებს საფრანგეთშო ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

"ჩვენგან არავინ ელოდება ისეთ ზომებს, რომელიც ამ ქვეყანას საფრთხის წინაშე ჩააყენებს, მაგრამ ჩვენგან ყველა ელოდება სოლიდარობას. თქვენც ელოდებით, მეც ველოდები. მე სწორედ ამიტომ ჩამოვედი დღეს პარიზში, ხვალ ბრიუსელში, რომ გამოვხატო ქართული სოლიდარობა უკრაინის მიმართ.

იმ დროს, როცა მთელი ევროპა ერთიანია, ჩვენც ამ ერთიანობის ნაწილი უნდა გავხდეთ. დღეს იხსნება ახალი ფანჯარა, სადაც ევროპელები მზად არიან, რომ სხვანაირად განიხილონ, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მომავალი. აქ იმიტომ ვარ, რომ მინდა ყველას ახსოვდეს, საქართველო არის ერთ-ერთი იმ ქვეყნებიდან, რომელიც ხვალ იქნებიან ევროპის ნაწილი.

იმ ევროპამ, რომელიც დღეს აჩვენა ღირსება თავისი ერთიანობით, აქტიური მხარდაჭერით უკრაინისა, ჩვენ ყველანი ვართ მადლიერი უკრაინისა, რომელიც იბრძვის ჩვენი თავისუფლებისთვის და არ გვინდა, რომ სხვა სურათი ჩანდეს საერთაშორისო არენაზე. ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც ისტორიულად ყოველთვის თავისი პრინციპების ერთგული იყო", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა