თეგებით ძიება

ვლადიმერ პუტინს შავი ქამარი ჩამოერთვა

ტაეკვონდოს საერთაშორისო ფედერაციის „მსოფლიო ტაეკვონდო“-ს ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინს 2013 წლის ნოემბერში მინიჭებული შავი ქამარი ჩამოართვეს.


ტაეკვონდოს საერთაშორისო ფედერაციის განცხადებით, ისინი გმობენ უდანაშაულო ადამიანებზე სასტიკ თავდასხმებს, რაც ეწინააღმდეგება ტაეკვონდოს მსოფლიო ხედვას „მშვიდობა ტრიუმფზე ძვირფასია“.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ტაეკვონდოს მსოფლიო ღონისძიებებზე რუსეთს და ბელარუსს ეროვნული დროშებით წარდგენა და ჰიმნების შესრულების უფლება აღარ ექნებათ . მსოფლიო ტაეკვონდო და ევროპის ტაეკვონდოს კავშირი არ მოაწყობენ და არ აღიარებენ ტაეკვონდოს ღონისძიებებს რუსეთსა და ბელარუსში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა