თეგებით ძიება

ეჭვი მაქვს ამ “ტვიტის” შექმნაში თვითონ პრემიერი არ უნდა იყოს ჩართული- ზალკანიანი შმიგალის პოსტზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი უკრაინის პრემიერ-მინისტრის "ტვიტს" გამოეხმაურა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეეხებოდა.

"ირაკლი ღარიბაშვილსა და დენის შმიგალს ძალიან მჭიდრო, მეგობრული, პარტნიორული, ძმური ურთიერთობა აქვთ და ეჭვი მაქვს, რომ “ტვიტის” შექმნაში უშუალოდ პრემიერი არ უნდა იყოს ჩართული, რადგან ქართულად დაწერილი ტექსტი ბევრ ეჭვებს აჩენს", - ამბობს ზელენსკი.

შეგახსენებთ, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა ქართველი მოხალისეებისთვის უკრაინაში გაფრენის ნების დართვასთან დაკავშირებით, ქართველ კოლეგას მიმართა და შემდეგ კი ქართველ ხალხს მოუწოდებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმაროს.

"მამაცი ქართველი ძმები აეროპორტში იცდიან, რათა უკრაინაში გამოფრინდნენ. ვიმედოვნებ, ღარიბაშვილი გამოავლენს გამბედაობას და ფრენაზე ნებართვას მისცემს. უკრაინა ელოდება, ევროპა ელოდება", - დაწერა შმიგალმა.

მოგვიანებით კი დაამატა: "თავისუფლებიმოყვარულო ქართველო ხალხო, დაეხმარე საკუთარ პრემიერ მინისტრს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს".

შეგახსენებთ, რომ 80-მდე მოხალისე უკრაინაში წასვლას ცდილობდა, თუმცა უკრაინიდან სპეციალურად გამოფრენილ თვითმფრინავს, თბილისში დაჯდომის ნება არ დართეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა