თეგებით ძიება

ჩვენს და თქვენს შორის ვინც რუსულ საქმეს აკეთებს, იმის დედას შევე*ი მე - ყაველაშვილი ოპოზიციას

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს მიმართა:

"ჩვენს და თქვენს შორის ვინც რუსულ საქმეს აკეთებს, იმის დედას შევე*ი მე", - განაცხადა ყაველაშვილმა.

აღნიშნული განცხადების გამო პარლამენტის წევრმა, სალომე სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ყაველაშვილისთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევა მოითხოვა.

"ჩვენ ახლა ვერ გავაგრძელებთ ამ სხდომას, მანამ სანამ ყაველაშვილისთვის დეპუტატობის მანდატის ჩამორთმევის საკითხი არ დადგება", - განაცხადა სამადაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა