თეგებით ძიება

სანქციები არ იქნება მტკივნეული რუსეთისთვის - ირაკლი კობახიძე

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, თუ რატომ არ შეუერთდა საქართველო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს.

"სანქციებთან დაკავშირებით პრემიერმა გააკეთა განცხადება, რომელიც განხილული იყო გუნდში და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ვიზიარებთ ამას. ,ყველა აცნობიერებს იმას, რომ ეს სანქციები არ იქნება მტკივნეული რუსეთისთვის, მაგრამ ეს იქნება ძალიან მძიმე ქართველი ხალხისთვის. ასეთ დროს, ჩვენ ყველაფრის აწონ-დაწონვა გვმართებს და სწორედ ამას ეფუძნება ჩვენი გადაწყვეტილება. საქართველოს არ აქვს რესურსი, რომ დღეს სანქციებზე ისაუბროს,"- განაცხადა კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა