თეგებით ძიება

"საქართველოს ხელისუფლება ბოროტების მხარეს დადგა” - რადას დეპუტატი

რადას დეპუტატი სოლონია ბოლკოვსკა, "ტვ პირველის" ეთერში პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებებზე საუბრობს.


"მე ვფიქრობ, რომ, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება თამაშობს ერთ მოედანზე რუსეთის ფედერაციასთან ერთად. სამწუხაროდ, ასეთი დროება დადგა ჩვენს ქვეყანაში. საქართველოს ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რას ნიშნავს რუსეთის სამხედრო ოპერაცია, რადგან ეს უკვე გააკეთა რუსეთმა თქვენთან. კარგი იქნება, მოხდეს ამის გაცნობიერება და კარგი იქნება, ყველა ქვეყანა თუ ამოიღებს ხმას, ვისი ტერიტორიებიც რუსეთს აქვს მიტაცებული და წაუყენებს ტერიტორიულ პრეტენზიებს – იაპონია თავის კუნძულებთან დაკავშირებით, გერმანია… მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება რუსეთი მოაქციო სამართლებრივ ჩარჩოებში. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას არ ესმის, რას აკეთებენ, საქართველოს ხელისუფლება ბოროტების მხარეს დადგა. მე ვფიქრობ, პრეზიდენტმაც და პრემიერმაც ადეკვატური ნაბიჯები უნდა გადადგან", – განაცხადა დეპუტატმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა