"ღარიბაშვილის პრემიერობის ყოველი დღე ზიანს აყენებს ქვეყანას" - მამუკა ხაზარაძე
"ლელო საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში უკრაინი პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას ეხამურება და წერს:
"ქართული ოცნების პრემიერ ღარიბაშვილის ნაბიჯებმა გამოიწვია ჩვენი უახლოესი მეგობარი ქვეყნის უკრაინის ელჩის გაწვევა..
ღარიბაშვილის პრემიერობის ყოველი დღე ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას, ამიტომ იგი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს
19 სთ ზე ყველა რუსთაველზე", - წერს მამუკა ხაზარაძე.
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია. როგორც მან აღნიშნა, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ხდება იმის გამო, რომ ქართულმა მხარემ ხელი შეუშალა ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას, ხოლო სანქციების დაკისრების საკითხზე ჰქონდა „ამორალური პოზიცია“.