თეგებით ძიება

საქართველოში უკრაინის საელჩომ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება განმარტა

საქართელოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კასანოვამ, ვოლოდომირ ზელენსკის მიერ უკრაინის ელჩის გაწვევაზე საუბრისას განაცხადა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ორი საკვანძო მიზეზი აქვს: საქართველოს მთავრობის უარი საქნციებზე და მოხალისეების უკრაინაში არგაშვება.

"როგორც ცნობილია თქვენთვის, უკრაინის პრეზიდენტმა გაიწვია უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის, ამას ჰქონდა ორი საკვანძო მიზეზი: პირველი - საქართველოს მთავრობის ამორალური პოზიცია, რომელიც უკავშირდება სანქციებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ იყო დაწესებული უკრაინაში ომის გაჩაღებასთან დაკავშირებით.

მეორე მიზეზია გადაწყვეტილების არმიღება, რომელიც მოხალისეების გაგზავნას უკავშირდება ჩვენი ჯარის დასახმარებლად. არსებობს კიდევ ბევრი საკითხი, რომელიც უნდა იყოს განხილული კონსულტაციებისას. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის ყველაფერი რისი კომენტირებაც შემიძლია აღნიშნულ საკითზე", - თქვა კასანოვამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა