პრეზიდენტი ზურაბიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიანს ხვდება
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფება ბრიუსელში, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიანს ხვდება.
28 ტებერვალს, ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.
"ჩვენგან არავინ ელოდება რაღაც ისეთ ზომებს, რომელიც ამ ქვეყანას [რუსეთს] ჩააყენებს საფრთხის წინაშე, მაგრამ ჩვენგან ყველა ელოდება სოლიდარობას. თქვენც ელოდებით, მეც ველოდები და მე ამისთვის ჩამოვედი დღეს პარიზში, ხვალ ბრიუსელში, რომ გამოვხატო ქართული სოლიდარობა უკრაინის მიმართ. იმ დროს, როცა მთელი ევროპა ერთიანია, ჩვენც უნდა გავხდეთ ამ ერთიანობის ნაწილი. დღეს იხსნება ახალი ფანჯარა, სადაც ევროპელები მზად არიან, რომ სხვანაირად განიხილონ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას მომავალი, ჩვენ აქ უნდა ვიდგეთ და ამიტომ ვარ აქ", - განაცხადა ზურაბიშვილმა გუშინ გავრცელებულ ვიდეოში.