"ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და გამძლეობას ამ რთულ პერიოდში" - ევროკომისიის პრეზიდენტი
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიანი აცხადებს, რომ ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და გამძლეობას ამ რთულ პერიოდში.
"შევხვდი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმდინარე კრიზისის განსახილველად.
ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და გამძლეობას ამ რთულ პერიოდში.
ჩვენ მზად ვართ გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა, მათ შორის კიბერუსაფრთხოების, სტრატეგიული კომუნიკაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების საკითხებში", - წერს ურსულა ფონ დერ ლაიანი.