თეგებით ძიება
03. 03. 2022 მსოფლიო

"აშშ-ის მოქალაქეები არ უნდა გაემგზავრნონ უკრაინაში" - თეთრი სახლი

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ აშშ-ის მოქალაქეები არ უნდა გაემგზავრნონ უკრაინაში.

"უკრაინელებმა გამბედაობა გამოიჩინეს და თავიანთი თავის დასაცავად ყველა რესურსსა და ბერკეტს იყენებენ. ჩვენ მივესალმებით მათ მამაცობას, თუმცა უკრაინაში გამგზავრებასთან დაკავშირებით ჩვენი რეკომენდაცია ძალაშია. აშშ-ის მოქალაქეები არ უნდა გაემგზავრნონ უკრაინაში“, - განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა