თეგებით ძიება
03. 03. 2022 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ვლადიმერ პუტინს მოწუოდებს შეწყვიტოს სისხლისღვრა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სისხლისღვრა" და გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან.

„მოვუწოდებთ პუტინს და მის მთავრობას, პატივი სცენ რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ეს სისხლისღვრა, გაიყვანონ ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან და პატივი სცენ საკუთარი მოქალაქეების ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი კრემლს მედიის თავისუფლებასა და სიმართლეზე თავდასხმაში ადანაშაულებს.

„კრემლი ჩართულია მედიის თავისუფლებასა და სიმართლეზე სრულ თავდასხმაში და მოსკოვი აძლიერებს მცდელობებს, ჩაახშოს სიმართლე მის მიერ განხორციელებული სასტიკი შეჭრის შესახებ“, -აღნიშნულია განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა