თეგებით ძიება
05. 03. 2022 მსოფლიო

უკრაინაში მტრის სამხედრო რესურსი იწურება - ალექსეი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ რუსებს უკრაინაში სამხედრო რესურსი ეწურებათ, რასაც ლოჯისტიკური კოლაფსი მოჰყვება.

"უკრაინაში მტრის სამხედრო რესურსი იწურება, შემდეგ იქნება ლოჯისტიკური კოლაფსი. ამის გამო იზრდება მტრის ტყვედ ჩაბარების ტენდენცია. და ესენი არიან არა მარტო ჯარისკაცები, არამედ მთელი ოცეულები. მათ უკვე ესმით, რომ ათასობით მათი თანამებრძოლის ცხედრები, რომლებმაც „წვრთნებში“ 200 ქულა აიღეს, უცხო მიწაზე რჩება. მოსკოვი ხომ არ აღიარებს მათ სიკვდილს, პუტინისთვის ისინი „საზარბაზნე ხორცი“ არიან, მასალა მისი იმპერიული ოცნების მიღწევისთვის. ბევრი მათგანი უკვე მიხვდა, რომ ისინი გაყიდეს“, - აცხადებს რეზნიკოვი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა