თეგებით ძიება

გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ საქართველო ჩართონ კონფლიქტში - გოგა ხაინდრავა

რეჟისორის, გოგა ხაინრავას თქმით, აგრესორი დაუფარავად აცხადებს, თუ საშიშროება შეექმნება მის ქვეყანას, არ მოერიდება ბირთვული იარაღის გამოყენებას.

„მსოფლიო ლიდერების განცხადებებიც მეტყველებს, რომ საფრთხე არის რეალური და ყველა ცდილობს, დაიცვას თავისი ქვეყანა, როგორმე აარიდოს ქვეყანას საშიშროება, რის წინაშეც დგას, ეს არის ბირთვული საშიშროება. ჩვენ მოწმენი ვართ, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყო. ერთადერთი ქვეყანა არის საქართველო, სადაც გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები და პროპაგანდისტული ტელეარხები ცდილობენ, ყველანაირად ჩართონ საქართველო ამ კონფლიქტში. ყველა ფორმით ცდილობენ, საქართველოს გარშემო შექმნან ისეთი განწყობილება, თითქოს საქართველო მხარს უჭერს რუსეთს, არის უკრაინის წინააღმდეგ, არის პუტინის ერთგული", - განაცხადა ხაინდრავამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა