თეგებით ძიება

"უნდა შეიზღუდოს უვიზო შემოსვლა რუსეთიდან“ - ტურიზმის ინდუსტრია მთავრობას მიმართავს

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი, პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე ღია მიმართვას ავრცელებს და მოითხოვს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას.

"ჩვენ, როგორც სიტყვით, ასევე, საქმით გვერდზე უდგავართ ამ მამაც ერს. რუსეთის მიერ წარმოებული ომი მიმართულია არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ, არამედ საფრთხეს უქმნის სრულიად მსოფლიოს მშვიდობასა და უსაფრთხოებას, განსაკუთრებით მის სამეზობლოს, რომლის ნაწილიც მას ოკუპირებული აქვს.

გარდა უკრაინის ომისა და რუსეთის იზოლაციისა (საერთაშორისო ცივილიზებული ერების მიერ), შეიქმნა ახალი გარემოება და ამავე დროს საშიშროება რუსეთის უშუალო მეზობლებისთვის, კერძოდ, ჩვენი ქვეყნისთვის.

საერთაშორისო ეკონომიკისგან რუსეთის იზოლაციამ გამოიწვია ადგილობრივი მოსახლეობის მიგრაცია. ისინი ცდილობენ გაექცნენ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. შესაბამისად, საქართველო დიდი გამოწვევის წინაშე დადგა, რამეთუ რუსეთიდან მიგრირებული ძირითადი ნაკადი ჩვენი ქვეყნისკენ მოემართება.

ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები მოვითხოვთ მოკლევადიანი სავიზო რეჟიმის შემოღებას, რათა სახელმწიფოს გაუჩნდეს ბერკეტი, აკონტროლოს შემომსვლელ პირთა არა მხოლოდ რაოდენობა, არამედ ამ პირთა მიერ პოტენციური რისკების შეფასება.კერძოდ, ინტენსიურად ქართული საბანკო სექტორიდან ვალუტის ამოღება გამოიწვევს ვალუტის დეფიციტს ქვეყანაში. ისედაც ძლიერი დამოკიდებულება რუსეთიდან არსებულ ექსპორტზე ძალიან ცუდად იმოქმედებს ქვეყნის განვითარებაზე. მიღებული გადაწყვეტილება დაეხმარება ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს (სასტუმროებს, ტუროპერატორებს, გიდებს, სატრანსპორტო კომპანიებს), განსაზღვრონ შემოსული ნაკადების მომსახურების ფაქტორი“, – წერია ერთობლივ განცხადებაში.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა