თეგებით ძიება

კომპანიის დარეგისტრირება რუსეთის მოქალაქეებს მხოლოდ 20 ლარი უჯდებათ

რუსული ბიზნესი რუსთავში ერთ-ერთ სარდაფშია რეგისტრირებული - 5 კვდრატული ფართი შარტავას ქუჩაზე მოქალაქე ნათია დავითულიანს ეკუთვნის. "პირველებთან" ინტერვიუში დავითულიანი ადასტურებს, რომ ამ საქმიანობას უკრიანის ომამდეც ეწეოდა. ქალი, რომელიც საკუთარ სარდაფში რუსულ კომპანიებს არეგისტრირებს ამბობს, რომ საქმიანობის შეწყვეტას არ აპირებს.

"ეს მანამდეც იყო და ეხლაც გრძელდება, ფასი 20 ლარია, მოყავთ და მე ვარეგისტრირებ, ინდ. მეწარმე ვარ ჩვეულებრივი", - ამბობს ნათია დავითულიანი.

ბოლო ორ დღეში კი ახალი ბიზნესი შარტავას ქუჩის სარდაფში კიდევ რუსეთიდან ჩამოსულმა 19-მა ადამიანმა დაარეგისტრირა. იმისთვის, რომ რუსეთის მოქალაქემ საქართველოში ბიზნესი დაარეგისტრიროს მხოლოდ საქართველოს მოქალაქის თანხმობა სჭირდება.


წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა