თეგებით ძიება

"შუა ევროპაში ანადგურებენ ყველაფერს რაც ცოცხალია გარშემო და მსოფლიოში არავის აღმოაჩნდა იარაღი და ძალა ამის გასაჩერებლად" - გოგა ხაინდრავა

რეჟისორი, გოგა ხაინდრავა უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრობს.

"მსოფლიოს ყველა ქვეყნის ლიდერი, ყველა ქვეყნის საზოგადოება, ყველა ქვეყნის მოქალაქეები ცდილობენ როგორმე აარიდონ საკუთარ ქვეყანას და ოჯახებს ის საფრთხე, რომელიც მოადგა ყველას. შუა ევროპაში ანადგურებენ ყველაფერს რაც ცოცხალია გარშემო და მსოფლიოში არავის აღმოაჩნდა იარაღი და ძალა ამის გასაჩერებლად. უკრაინელი ხალხი, ვინც ჩვენ გვიყვარს და ვისაც პატივს ვცემთ, დარჩნენ მარტო და ვერაფერს ვერ აკეთებს, ეს რეალობაა და ამ რეალობას უნდა ჩავხედოთ თვალებში", – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა