თეგებით ძიება

"ვერ წარმოიდგინეთ რა ტიპის ბრძოლა მიდის, როდესაც გესვრიან 152 მილიმეტრიან ჭურვებს" - რას ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი "ტვ პირტველთან"?

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ქართველ მოხალისეებთან ერთად უკრაინაში იმყოფება და რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის. იგი "ტვ პირლთან" საუბირსას ამბობს, რომ მითი რუსული არმიის უძლეველების შესახებ დამსხვრეულია.

"სამეგობრო წამოვედით 8 ადამიანი. ძალიან ბევრს ჰქონდა სურვილი, რომ შემოგვიერთებულიყო, მაგრამ მე ვერ ავიღე პასუხისმგებლბა და ლოჯისტიკურადაც ძალიან რთული იყო ამ ადამიანების გამოყვანა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვეულებრივი ადამიანები არ მყავდნენ, ბუნებრივია, მიმყავდა ადამიანები, რომლებსაც გარკვეული ტიპის გამოცდილება გააჩნიათ, ყოფილი სამხედროები, ყოფილი სპეცრაზმელები და ხელისუფლება გამადიდებელი შუშით უყურებს ამ ადამიანების გადაადგილებას. მოვახერხეთ ის, რომ შევიკრიბეთ თურქეთში და მერე პოლონეთის გავლით შემოვედით. ჩამოვედით აქ და შევუერთდით ზოგადად უკრაინული არმიის გარკვეულ დანაყოფს. უკრაინამ დაამტკიცა, რომ ყოველგვარი დიდი დახმარების გარეშე გააჩერა ოკუპანტი, რომელზეც არსებობდა მითები, რომ ის არის უძლეველი არმიის მქონე სახელმწიფო. მითი რუსული არმიის უძლეველობის შესახებ აქ დაინგრა. ძალიან ბევრ კადრებს არ ვიღებთ ან ვერ ვიღებთ თუ რა დანაკარგები აქვს რუსულ მხარეს აქ. საკუთარი თვალით რომ ნახავ ადამიანი, მიხვდები, რამხელა კატასტროფა განიცადა რუსეთმა აქ. ტექნიკა როგორც ასეთი, იმ ბრძოლაში, რომელიც 2 დღის განმავლობაში მიდიოდა, ტექნიკის დანაკარგები, ბუნებრივია, არის. მაგალითად, ერთმა ჩვენმა ჩვეულებრივმა ადამიანმა, მებრძოლმა, ორი საბრძოლო მანქანა გაუნადგურა სნაიპერული შაშხანით, ისე, რომ ვერც კი გაიაზრეს, სადიან ესროლეს. ვერ წარმოიდგინეთ რა ტიპის ბრძოლა მიდის, როდესაც გესვრიან 152 მილიმეტრიან ჭურვებს. სასწაულს სცადიან უკრაინელი არტილირეისტები და მფრინავები. ბრძოლა მიდის დრონებით, ავტომატი აქ იარაღად არ ითვლება საერთოდ, - ამბობს ოქრუაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა