თეგებით ძიება

"თქვენმა ტელევიზიამ, მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ ქართველმა სამხედროებმა კასეტური ბომბებით ცხინვალის დაბომბვით ომი დაიწყეს" - მამუკა მდინარაძე "მთავარ არხს’’

"თქვენ იმ ტელევიზიის წარმომადგენელი ბრძანდებით, რომლის პატრონებმაც თავის დროზე მიუხედავად იმისა, რომ ასეთივე ღია აგრესია, ცოტა სხვა გარემოებების მიუხედავად, აწარმოა რუსეთმა საქართველოშიც და მაშინ, ომიდან ერთ თვეში, თქვენი ტელევიზიის მეპატრონეებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ ქართველმა სამხედროებმა კასეტური ბომბებით ცხინვალის დაბომბვით ომი დაიწყეს", - ასე მიმართა "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ "მთავარ არხს’’.


"თქვენ იმ ტელევიზიის წარმომადგენელი ბრძანდებით, რომლის პატრონებმაც თავის დროზე მიუხედავად იმისა, რომ ასეთივე ღია აგრესია, ცოტა სხვა გარემოებების მიუხედავად, აწარმოა რუსეთმა საქართველოშიც და მაშინ, ომიდან ერთ თვეში, თქვენი ტელევიზიის მეპატრონეებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ ქართველმა სამხედროებმა კასეტური ბომბებით ცხინვალის დაბომბვით ომი დაიწყეს. ომის დაწყების თარიღად მითითებული იყო 7 აგვისტო და რომ თითქოს ქართველმა სამხედროებმა დაბომბეს კასეტური ბომბებით ცხინვალი. მე-6 პუნქტის დასაწყისშივე რეზოლუციაში წერია, რომ რუსეთის შეტევა იყო საპასუხო. ამ პარტიიდან ისმება დღეს კითხვები - უკრაინაში ვინ დაიწყო ომი, სადაც კიდევ უფრო მკაფიოა ყველაფერი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა