თეგებით ძიება

"ნაცები "შეჩემათი" არიან ბაიდენთან "პაბალშომუ" და მიიჩნევს მათ ჯეკი ჩან ძალად"- რას წერს ვიკა ბუკია?

ჟურნალისტი, ვიკა ბუკია სოცუალურ ქსელში "ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს მამუკა მდინარაძეს მიმართავს.

"მდინარაძე ყოველ დღე გვეუბნება, რომ ნაცები მართავენ მსოფლიოს, პლანეტას, ზელენსკის, პუტინს, კარლ ჰარცელსა და კელი დეგნანს, მიშელ ობამას, მიშელ პფაიფერს და შარლ მიშელს;

შეჩემათი არიან ბაიდენთან და დააპორწიალებენ თავიან ჭკუაზე. ნაცებს აქვთ ბირთვული იარაღი, რომლის წარმოებას მოანდომეს 9 დაუვიწყარი წელი; ნაცები აყალბებენ არჩევნებს; ნაცებმა დაიწყეს ომი უკრაინაში; და როცა მოუნდებათ შეაჩერებენ.

არადა, ამ ნაცებს არაფერი არ შეუძლიათ, პაბალშომუ. მაგრამ მდინარაძეს არ სჯერა ამის. და მიიჩნევს მათ ჯეკი ჩან ძალად.

მდინარაძე, რომელიც ამ ყველაფერში არწმუნებს თავისივე ამომრჩეველს მგონი მართლა ნაცია."- წერს ვიკა ბუკია.


შეგახსენებთ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ: "ჩნდება კითხვები, ვინ დგას უკრაინელების განცხადების უკან - თავად თუ "ენმ".



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა