თეგებით ძიება

"რუსული კომპანიებისთვის, რომლებიც გულწრფელად ბიზნესის საკეთებლად მოდის, ძალიან მკაფიოდ მწვანე შუქი უნდა იყოს ანთებული" - მამუკა ხაზარაძე

"ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან რუსეთიდან შემოსული ხალხის ბიზნესის წარმართვასთან დაკავშირებით ისაუბრა.

"მშვიდობიან პერიოდში ქვეყნის ბაზარი გახსნილი უნდა იყოს ყველა მიმართულებით კაპიტალის შემოდინების თვალსაზრისით, მაგრამ როდესაც საომარი ვითარებაა, რუსული კომპანიების რეგისტრაცია მიმდინარეობს და არ არის არანაირი ხედვა ამაზე, ეს დაუშვებელია. როდესაც რუსული კომპანიები აქ რეგისტრირდებიან, მათი წინა საქმიანობა უნდა იყოს შესწავლილი, უნდა წარმოადგინონ აუდიტორული დასკვნები, უამრავი სხვა პროცედურა გაიარონ, რათა ეს კომპანიები სხვადასხვა მიზნისთვის არ გამოიყენონ. ხოლო მათთვის, ვინც გულწრფელად, ბიზნესის საკეთებლად მოდის, ძალიან მკაფიოდ მწვანე შუქი უნდა იყოს ანთებული. მაგრამ არ ხდება კლასიფიკაცია, ვინ რისთვის შემოდის," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, როდესაც ხელისუფლება შესაძლო რისკებისთვის არ ემზადება, ეს ძალიან სახიფათოა.

"როდესაც ხელისუფლება არ ემზადება შესაძლო რისკებისთვის, ეს ძალიან სახიფათოა, ამიტომ ჩვენი პოზიციაა, რომ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ანტიკრიზისული პროგრამა, თუ ასეთი საჭიროება დადგა. ეს ეხება ყველაფერს - ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას, ჩვენი მიმართულებით შესაძლო შემოტევას, ეკონომიკურ მდგომარეობას, ლარის სტაბილურობას და უამრავ სხვა საკითხს. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებაში მსგავსი მსჯელობები არ მიდის და საზოგადოებამ ამის შესახებ არ იცის. ეს ძალიან ცუდია," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა