თეგებით ძიება

"შეიძლება თუ არა, სანქციების მოხსნა იმ 15 ქართული კომპანიის მიმართ ღირდეს ჩვენს ათასწლოვან მეგობრობად?" - უკრაინის რადას თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტს

უკრაინის რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი საქართველოს პარლამენტს მიმართავს.

"გამარჯობა, გენაცვალე, ასე ვესალმებოდი ჩემს კოლეგებს საქართველოში, როგორ მოხდა, გენაცველე, როცა რუსეთის ომი თქვენი მოძმე უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანია, თქვენ გადაწყვიტეთ, ვაჭრობა გააფართოვოთ იმ ქვეყანასთან, რომელიც თავს დაგვესხა თქვენც და ჩვენს?

რუსეთის გადაწყვეტილება, შეასუსტოს სანქციები საქართველოს მიმართ შეიძლება თუ არა, იყოს მადლიერების ფორმა ოფიციალური თბილისის გადაწყვეტილელებების გამო, რომ სრულად არ დაუჭიროს მხარი უკრაინას? შეიძლება თუ არა, სანქციების მოხსნა იმ 15 ქართული კომპანიის მიმართ ღირდეს ჩვენს ათასწლოვან მეგობრობად? ერთობლივ, მრავალწლიან ბრძოლად საერთო მისწრაფებებისთვის?

ვერ ხედავთ, რომ ქალაქებში გამოსული ხალხი მხარს უჭერს უკრაინას და არა თქვენს ბუნდოვან შეთანხმებებს? დაგავიწყდათ შოთა რუსთაველის სიტყვები, მტრებს შორის უარესი ის არის, ვინც მეგობრულად გექცევა?

მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ საქართველო მხოლოდ მისი მთავრობა არ არის. საქართველო პირველ რიგში ამაყი, უშიშარი და თავისუფლებისმოყვარული ხალხია. ეს ხალხი არასდროს გაჩუმდება, როცა მათი ძმები საფრთხეში არიან.

და თქვენ, პატივცემულო პარლამენტარებო., არ უნდა გაჩუმდეთ, რადგან თქვენ ხალხის ნაწილი ხართ", - აცხადებს უკრაინის რადას სპიკერი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა