თეგებით ძიება
11. 03. 2022 COVID - 19

"როგორც მოსალოდნელი იყო, კოვიდის ახალი ვარიანტი გამოჩნდა" - გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კოვიდის ახალი ვარიანტი გამოჩნდა, რომელიც ძირითადად არავაქცინირებულებში და არასრულად ვაქცინირებულებში ვრცელდება.

"როგორც მოსალოდნელი იყო, კოვიდის ახალი ვარიანტი გამოჩნდა.

- ომიკრონი BA2.2 შეუტია ჰონგ კონგს. ასევე ის უკვე იქნა აღმოჩენილი ავსტრალიაში, სინგაპურში და ბრიტანეთში.

- ეს ვარიანტი ძირითადად ვრცელდება არავაქცინირებულებში და არასრულად ვაქცინირებულებში (სრულად ვაქცინირებული არის 3-ჯერ ვაქცინირებული).

- ასევე ეს ვარიანტი, სავარაუდოდ, ადასტურებს ჩინური ვაქცინების არაეფექტურობას.

- სავარაუდოდ, ამ ვარიანტს ახასიათებს “დელტასნაირი” სირთულეები.

- კოვიდი არ არის სეზონური გრიპი.

- აიცერით, ატარეთ პირბადე და დაიცავით დისტანცია.

- ჯანმრთელობას გისურვებთ…", - წერს გიორგი ფხაკაძე.

#drpkhakadze




თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა