"როგორ ამაყობენ კლოუნით, რომელიც, თუ გადარჩა, შესაძლოა ისევ გახდეს პრეზიდენტი" - ხოფერია ზელენსკიზე
ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია უკრაინის პრეზიდენტზე სოციალურ ქსელში წერს:
"გთხოვთ უყუროთ!
ეს არის ზელენსკის ფსიქოლოგიურ-პოლიტიკური ანალიზი.
ეს არის ბრჭყალებს გარეშე ის, რაზეც მუშაობდნენ, რაც შექმნეს და რაც მიიღეს.
სრულიად წარმოუდგენელია, ნორმალური, ადამიანური აზროვნებისთვის ის კლიშეები, შეფასებები, დასკვნები, რომელსაც ეს "მოაზროვნე ადამიანები" აკეთებენ!
უსმინეთ, როგორ ფასდება "თეატრალიზირებული" ომი! როგორ "გმირულ" დასასრულს უსურვებენ ახალგაზრდა, ვარსკვლავ პრეზიდენტს! როგორ ხედავენ ომის შემდგომ აყვავებულ, განახლებულ უკრაინას, რომელსაც ბეეევრ ფულს დაახარჯავს შერცხვენილი ევროპა, როგორც არ უნდა დამთავრდეს "судьба зеленского".
ეს ანალიზი კეთდება დღეს, გუშინ, გუშინწინ... ანუ, ბავშვების, მოხუცების, ჯარისკაცების სიკვდილის ფონზე... დანგრეული, მიწისგან აღგვილის უკრაინის ფონზე...
ნახეთ, როგორ კრუტუნებენ პროექტ- "მხიარული ომის", "თეატრალიზებული ომის ქრონიკის" შემქმნელები! როგორ ამაყობენ კლოუნით, რომელიც, თუ გადარჩა, შესაძლოა ისევ გახდეს პრეზიდენტი და ახალ პოლიტიკურ სტილს ჩაუყაროს საფიძველი!...
მოკლედ, უყურეთ "კუკლავოდების" ანალიტიკურ მარაზმს!!!
ღმერთო, დაგვიფარე პოლიტიკური ექსპერიმენტებისგან!
...და როგორც ჩანს, ეს ექსპერიმენტები თავად რუსეთის აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობს!", - წერს ხოფერია.