თეგებით ძიება

კავშირზეა აზოვის პოლკის ქართული დანაყოფი - როგორ იბრძოლა მთელმა დანაყოფმა, რომ მოკლული ჯარისკაცის ცხედარი ოკუპანტებისთვის არ დაეტოვებინათ

დაჭრილი ქართველი სამხედროს ინტერვიუ ალყაშემორტყმული ქალაქიდან - "ნოდარ მელაძის" შაბათმა ჩაწერა "აზოვის" პოლკის მეომრები, რომლებმაც ჩადენილი გმირობით მსოფლიო აალაპარაკეს. "ტვ პირველის" მაყურებელი, ნატა ქაჯაიას ექსკლუზიური ინტერვიუდან გაიგებს, როგორ იბრძოლა მთელმა დანაყოფმა, რომ მოკლული ჯარისკაცის ცხედარი ოკუპანტებისთვის არ დაეტოვებინათ.

დასახევი არაა, არც აპირებს აზოვი დანებებს . ეს ამწვავებს ბრძოლას. ოკუპანტები გაცოფებულები არიან. ვერ იღებენ იმას რაც სჭირდებათ"- აცხადებს ქართველი მეომარი, გიორგი ქუფარაშვილი, რომელიც რუსეთთან შეტაკებისას დაიჭრა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

საბედისწერო დღე მისთვის გასახსენებლად უმძიმესია, ამბობს, რომ ეს იყო ყველაზე შავი დღე მისი უკან მოტოვებული 44 წლის განმვალობაში - ამ დღეს რუსულმა ტყვიამ წაართვა ადამიანი, ვისთანაც ცხოვრების ბევრი აღმასვლა და დაღმასვლა გამოიარა. გიორგი იმ საბედისწერო წუთებს იხსენებს, როცა ბახვა ჩიქობავა მოკლეს. ამბობს, რომ გმირმა, დაჭრილი უსაფრთხო ადგილზე გაიყვანა, თვითონ კი სხვების დასახმარებლად უკან დაბრუნდა.

ბახვამ გამომიყვანა მე დაჭრილი და თვითონ შებრუნდა დასახმარებლად. ერთ მომენტში ქალაქის სხვა მიმართულებაზე შემოჭრა მოხდა და იქ გვთხოვეს დახმარება. ტექნიკის ლოკალიზება შევძელით"- ამბობს ჩიქობავას მეგობარი.

ქუფარაშვილის თქმით, ბახვამ 10 თანამებრძოლთან ერთად მოახდინა ოკუპანტების ჩაკეტვა.

მერე მე მივედი, რომ გამოერღვიათ მე დამეჭირა. მოვახდინეთ 4 ჯავშან ტექნიკის განადგურება. ბახვამ 2 გაანადგურა. ქვეითებმა რამდენიმე კორპუსში შემოღწევა შეძლეს. ეს კორპუსები რომ დაგევკარგა მთელს ქუჩას დავკარგავდით. ნელ-ნელა მივაწექით. მაშინ მოხდა ჩემი დაჭრა. ბახბამ შეუძლებელი გააკეთა. საევაკუაციო ადგილზე მიმიყვანეს ჩემგან გადაიბარა მეთაურობა. მერე კონტროლი აღადგინა მთლიანად. ტექნიკას უკან დაახევინა"- აცხადებს "შაბათის ეთერის" რესპოდენტი.

მისი თქმით, მეორე დღეს განხორციელებულ შეტაკებებს ბახვა უკვე ვეღარ გადაურჩა. მარიუპოლის ქართველ მცველს ცეცხლი იმ დროს გაუხსნეს, როცა დაჭრილები გამოყავდა. ოკუპანტებს მისი ცხედარიც დატყვევებული ჰქონდათ, მაგრამ აზოვის ბიჭები საარტილერიო დაბომვის ზონაში შევიდნენ და ბახვას ცხედრისთვის იბრძოლეს.

ჩვენ სხეული გამოვიტანეთ. "აზოვმა" იბრძოლა. დიდი ტერიტორია გაარღვია. არ დათმეს ბახვას სხეული. ჩვენ ქვედანაყოფს ჰყავს. რომ ვთქვა სად არის და როგორ არის. ეს გამოიწვევს ბევრ რაღაცას. ამაზე გავჩერდეთ, არ გიპასუხებთ. ყველაფერს გავაკეთესთ, რომ დავაბრუნოთ"- ამბობს გიორგი ქუფარაშვილი.

ის "შაბათის ეთერთან" იმ დღეს იხსენებს, როცა ბახვასთან ერთად 2014 წელს უკრაინაში პარტიზანული დაზვერვა ჩააბარეს. ასაკით ყველაზე უფროსმა და ბრძოლაში ყველაზე გამოცდილმა ჯარისკაცმა სენაკიდან, მთელი ღამე ათი კაცით შეძლო შვიდ კილომეტრიანი მონაკვეთი დაეცვა.

გიორგი ვეღარ ითვლის რამდენი ჯარისკაცი გადაამზადა, ბრძოლა ასწავლა და გამოწვრრთნა. ქართველი სპეცრაზმელი უკრაინაში 2014 წელს გადაიხვეწა. სამშობლოს მცველი უკრაინელი იდეალისტები გაიცნო, ერთმანეთის ხელი ჩასჭიდეს და ასე დაიწყო ლეგენდარული ბატალიონის შექმნა.


წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა