თეგებით ძიება

როგორია შარტავაზე დაშავებული 8 წლის ბავშვის მდგომარეობა?

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ბავშვს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა და ამ წუთებში მას კვლავ მორიგი ოპერაცია უტარდება.

"ჩატარდა ჩარევა სისხლძარღვებზე, მენჯის ძვლებზე, ახლა ბარძაყზე ოპერაცია მიმდინარეობს და შემდეგი ეტაპი არის უროლოგიური ოპერაციის ჩატარება. ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. სასიცოცხლო პარამეტრების ყოველწუთიერი მონიტორინგი და მუდმივი დახმარება მიმდინარეობს. პაციენტი ჯერ ისევ საოპერაციო ბლოკშია", - განაცხადა ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ავტომანქანა 8 წლის ბავშვს დღეს დილით დაეჯახა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა