თეგებით ძიება

მძღოლს, რომელიც შარტავას ქუჩაზე არასრულწლოვანს მანქანით დაეჯა, ბრალი წარედგინა

თბილისში, შარტავას ქუჩაზე მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 31 მარტს, ქ. თბილისში, ჟიული შარტავას ქუჩაზე დ.ჯ.-მ, რომელიც „BMW“-ს მარკის ავტომობილს მართავდა, გადააჭარბა კანონით განსაზღვრულ მაქსიმალური სიჩქარის ზღვარს, მეორე სამოძრაო ზოლიდან პირველ სამოძრაო ზოლში გადასვლის მანევრი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით განახორციელა და პირველ სამოძრაო ზოლში მოძრავ ავტომობილს დაეჯახა.

შეჯახების შედეგად დ.ჯ.-ს მართვის ქვეშ მყოფმა ავტომანქანამ მართვა დაკარგა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ტროტუარზე ავარდა და იქვე მდგომ 8 წლის ბავშვს დაეჯახა.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანმა დაზარალებულმა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.

სამართალდამცველებმა დ.ჯ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.), წარედგინა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა