ყველა ბერკეტს ვიყენებთ, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის მის სიკვდილში - დღეს არჩილ ტატუნაშვილი 39 წლის გახდებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს.
"დღეს არჩილ ტატუნაშვილი 39 წლის გახდებოდა. არჩილმა ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გაიღო სამშობლოსა და ღირსების დასაცავად. თითოეულ ჩვენგანს მუდამ გვემახსოვრება მისი გმირული თავგანწირვა, მის მაგალითზე აღიზრდებიან მომავალი თაობები.
ჩვენ ყველა საერთაშორისო-სამართლებრივ ბერკეტს ვიყენებთ იმისათვის, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის მის სიკვდილში. ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქესთან ერთად, პატივს მივაგებ დიდი მამულიშვილის ნათელ ხსოვნას,"- წერს ღარიბაშვილი.