თეგებით ძიება

კისერში ჰქონია დანა გამოსმული, ვერ ლაპარაკობდა, სისხლისგან დაიცალა - ქუთაისში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები

პოლიციამ, ქუთაისში მკვლელობის ბრალდებით 27 წლის ქალი დააკავა, რომელმაც წინასწარი ინფორმაციით, მეგობარ მამაკაცს ყელი გამოჭრა და მიიმალა. მოტივად კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკება სახელდება.

43 წლის მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

"კაცი წამოვიდა კარუსელების მხრიდან დაჭრილი. კისერში ჰქონია დანა გამოსმული. ვერ ლაპარაკობდა, როგორც ჩანს არტერია ჰქონდა გადაჭრილი და სანამ იქამდე მივიდა დაიცალა სისხლისგან," - აცხადებენ თვითმხილველები. მათი თქმით, ქალი თერჯოლაში დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა